სავაჭრო ურთიერთობები რომის იმპერიასა და იბერიის სამეფოს შორის ახ. წ. I-III სს-ში.
ანოტაცია
1.6.1.1.4. სავაჭრო ურთიერთობები რომის იმპერიასა და იბერიის სამეფოს შორის ახ. წ. I-III სს-ში. /ქ. შავლაყაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2020. – ტ. 14. – #1. – გვ. 155-159. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, სამთავროს სამაროვანზე (ყოფილი იბერიის სამეფო), კრამიტსამარხებში, 1938-1958 წლებში აღმოჩენილი იმპორტული მინის ჭურჭლის შესწავლას, მათი პარალელების მოძიებას და ამის საფუძველზე იბერიის რომის იმპერიასთან კავშირებისა და სავაჭრო ურთიერთობების იდენტიფიცირებას. სამთავროს სამაროვნის კრამიტსამარხები ახ.წ. I-III საუკუნეებს განეკუთვნება და ამ პერიოდის სამარხებს შორის რაოდენობით პირველ ადგილზე დგას. მინის სანელსაცხებლები და საცრემლეები ახ.წ. I-III საუკუნეებში იბერიაში, სავარაუდოდ სირიიდან არის შემოტანილი, რომელიც ამ დროს რომის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. ყველა მათგანი საბერავი მილის გამოყენებით არის დამზადებული. იბერიის გარდა მსგავსი სანელსაცხებლები აღმოჩენილია რომის იმპერიის პროვინციებსა და მის შემოგარენში (მაგ. ჩრდილო შავიზღვისპირეთი, სამხრეთ კავკასია და ა.შ.). იმის გამო, რომ მცხეთა (იბერიის დედაქალაქი) აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ, სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, სხვადასხვა ფუფუნების საგნები, როგორიცაა სურნელოვანი ზეთი სანელსაცხებლებით, წამლები და სუნამოები მინიატურული საცრემლეებით შემოდიოდა ადგილობრივი არისტოკრატიის კოსმეტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. წინამდებარე ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სირიული იმპორტული მინის სანელსაცხებლები მცხეთაში სომხეთის გზით ხვდებოდა და შემდეგ ნაწილდებოდა იბერიის სხვადასხვა საქალაქო ცენტრებში. სურ. 2, ლიტ. 10.
ავტ.
სტატისტიკური ჩანაწერი:
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
დამატებითი ფაილები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ქართული რეფერატული ჟურნალი ჰუმანიტარული მეცნიერებებში იტოვებს მეორეული გამოქვეყნების უფლებას ტექინფორმის აბსტრაქტების ბაზაში აბსტრაქტის ინდექსირების მიზნით.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

