კაუზატიური კონსტრუქციის ტიპები ქართულში

ავტორები

  • ზურაბ ბარათაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

1.6.2.2.1. კაუზატიური კონსტრუქციის ტიპები ქართულში. /ზ. ბარათაშვილი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2019. – ტ. 13. – #1. – გვ. 126-136. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში განიხილება ქართული კაუზატიური კონსტრუქციები ბ. კომრის გრამატიკულ მიმართებათა (სინტაქსურ ფუნქციათა) იერარქიისა და მ. ბეიკერის ბრუნვათა მარკირების განზოგადების (გენერალიზაციის) მიხედვით. ვალენტობის გათვალისწინებით (ცენტრალურ აქტანტთა რაოდენობის გამოთვლით) განიხილება კაუზატიური კონსტრუქციის ოთხი ტიპი: 1. ამოსავალი ერთვალენტიანი ზმნისგან წარმოქმნილი კაუზატივი (ერთი ცენტრალური აქტანტი + კაუზატორი); 2. ამოსავალი ორვალენტიანი გარდაუვალი ზმნისგან წარმოქმნილი კაუზატივი (ორი ცენტრალური აქტანტი + კაუზატორი); 3. ამოსავალი ორვალენტიანი გარდამავალი ზმნი-სგან წარმოქმნილი კაუზატივი (ორი ცენტრალური აქტანტი + კაუზატორი); 4. სამვალენტიანი ზმნისგან წარმოქმნილი კაუზატივი (სამი ცენტრალური აქტანტი + კაუზატორი). ზმნის სხვადასხვა აქტანტური სტრუქტურისა და სინტაქსურ ფუნქციათა ცვალებადობის მიხედვით ქართულში შემდეგი შემზღუდველი წესები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1. გარდაუვალი ზმნისგან (როგორც ერთვალენტიანი, ასევე ორვალენტიანი) წარმოქმნილი კაუზატიური კონსტრუქციის კაუზირებული შეიძლება გამოიხატოს გარდამავალი ზმნის პირდაპირი დამატებით; 2. თუ ამოსავალი ზმნა ორვალენტიანი გარდამავალია, მაშინ წარმოქმნილი კაუზატიური ზმნის კაუზირებული იკავებს ირიბი დამატების ადგილს, რადგან პირდაპირი დამატების ადგილი უკვე დაკავებულია; 3. მაგრამ თუ ამოსავალი ზმნა სამვალენტიანი გარდამავალია, მაშინ წარმოქმნილი კაუზატიური ზმნა ოთხვალენტიანი ვერ გახდება: კაუზატორი ქვემდებარეა (როგორც მოსალოდნელი იყო), კაუზირებული ირიბი დამატებით გამოიხატება (რადგანაც პირდაპირი დამატების ადგილი დაკავებულია), ამიტომაც ამოსავალი ირიბი დამატება ქვეითდება და იკავებს უბრალო დამატების ადგილს. ამგვარად, კიდევ ერთი შეზღუდვა გამომდინარეობს №3-დან: 4. კაუზირებული უნდა იყოს ცენტრალური აქტანტი და ამიტომ ირიბი დამატება ქვეითდება და იკავებს უბრალო დამატების ადგილს. ბ. კომრის განზოგადება შეესაბამება ქართულ კაუზატიურ კონსტრუქციას უბრალო დამატების პოზიციის გარდა: კაუზირებული არასდროს ხდება უბრალო დამატება. მ. ბეიკერის განზოგადება გრამატიკულ მიმართებათა (სინტაქსურ ფუნქციათა) შესახებ კი ზუსტად ასახავს რეციპიენტისა და კაუზირებულის (ამოსავალი გარდამავალი ზმნებისგან) შესატყვისობას: ირიბი დამატება გამოხატავს ორივე მათგანს. სქემა 28, ლიტ. 12.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის მნახველთა რაოდენობა: 5

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-26

გამოცემა

სექცია

6.2. ენა და ლიტერატურა

როგორ უნდა ციტირება

კაუზატიური კონსტრუქციის ტიპები ქართულში (ბარათაშვილი ზ. , Trans.). (2025). ჰუმანიტარული რეფერატული ჟურნალი, 1, 19. https://www.journal.techinformi.ge/index.php/Humanities/article/view/28