წმინდანთა კულტისა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხები გვიანანტიკურ კავკასიაში.
ანოტაცია
1.6.1.1.1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2020. – ტ. 14. – #1. – გვ. 137-143. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია გვიანანტიკური კავკასიის წმინდანთა კულტის რეგიონული თავისებურებები. სტატიის მთავარი არგუმენტია, რომ კავკასიური, ანუ ქართული, სომხური და ალბანური წყაროები ამკვიდრებენ განსხვავებულ კონცეპტებს, პრაქტიკებს და რიტორიკას აღმოსავლეთ რომის იმპერიის წმინდანებთან დაკავშირებულ დისკურსში. გვიანანტიკურ კავკასიურ წყაროებში შესაძლებელია წმინდანთა კულტისა და პოლიტიკურ დისკურსების დაკავშირების განსაკუთრებული მცდელობების წაკითხვა, განსაკუთრებით კი სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის კონტექსტში. ამ მიზნისთვის სტატიაში განხილულია ორი ტექსტი: აგათანგელოსის მეხუთე საუკუნის „სომხეთის ისტორია“, ალბანური ანონიმური და რთულად დასათარიღებელი „ვაჩაგან მეფის ცხოვრება“, რომელიც არის „ალბანთა ისტორიის ნაწილი“. ასევე მოკლედ იმავე კონტექსტში მიმოხილულია ქართული „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. ტექსტებზე დაყრდნობით, სტატიის მთავარი არგუმენტია, რომ წმინდა ნაწილების პოლიტიზაცია, ერთი მხრივ, ნასესხებია აღმოსავლურ რომის იმპერიის რიტორიკიდან, განსაკუთრებით კი კონსტანტინეს და თეოდოსიოსის თანამედროვე ავტორებისგან, ხოლო მეორე მხრივ, ნასესხებია ირანული და ზოროასტრული სამეფო ხელისუფლების კონცეფციები. ამ გვიანანტიკური ტექსტების მიხედვით, წმინდა ნაწილების ფუნქციაა პოლიტიკური წყობის ლეგიტიმაცია და სამეფეო ხელისუფლების სანკტიფიკაცია ქრისტიანობის დასაწყისსა და აწმყო მდგომარეობას შორის ერთგვარი მეტაფიზიკური ხიდის გადებით და სამეფოსთვის და მისი მონარქისთვის მსოფლიო ხსნის ისტორიაში ცენტრალური ადგილის მინიჭებით. ლიტ. 6.
ავტ.
სტატისტიკური ჩანაწერი:
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
დამატებითი ფაილები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ქართული რეფერატული ჟურნალი ჰუმანიტარული მეცნიერებებში იტოვებს მეორეული გამოქვეყნების უფლებას ტექინფორმის აბსტრაქტების ბაზაში აბსტრაქტის ინდექსირების მიზნით.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

